აშშ-მა ახალი მექანიზმით უკრაინის შეიარაღების პირველი პაკეტი დაამტკიცა

ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტები ახალი მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ნატოს ევროპელი წევრები აფინანსებენ.
ინფორმაცია თავდაპირველად „როიტერსმა“ გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტ ს თქმით, უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) მექანიზმის ფარგლებში პირველი ორი პაკეტი მოიცავს რაკეტებს „პატრიოტისა“ და „ჰაიმარსის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეციალურად PURL პროგრამისთვის მ 2 მილიარდი დოლარი მიიღო.
„ოქტომბერში კიდევ უფრო მეტ ფულს მივიღებთ. ვფიქრობ, დაახლოებით 3-3,5 მილიარდი დოლარი გვექნება. პირველი ორი პაკეტის ღირებულება 500 მილიონი დოლარია“, — განაცხადა ზელენსკიმ.
აგვისტოს დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ახალი მექანიზმი — უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია (PURL) — აამოქმედეს, რომელიც ალიანსის წევრების შენატანებით ამერიკული იარაღის დაფინანსებას ითვალისწინებს.
მას შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა მექანიზმისთვის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის შენატანის ვალდებულება აიღეს. ალიანსი იმედოვნებს, რომ ჯამში 10 მილიარდ დოლარამდე შეაგროვებს.