აშშ კიევს ამ დროისთვის ბოლო სამხედრო დახმარებას უგზავნის – BBC

თეთრმა სახლმა, უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტრანში დაამტკიცა, რომლის მოცულობაც დაახლოებით 250 მილიონი დოლარია. როგორც BBC წერს, ეს ამ დროისთვის ბოლო სამხედრო დახმარებაა, რომელზეც შტატებში შეთანხმებას მიაღწიეს.
ოფიციალური პირების თქმით, პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით დახმარებას.
“ესაა ბოლო დაფინანსება, რომლის გამოყოფაც კონგრესის დამტკიცების გარეშე იყო ხელმისაწვდომი. ამ თემაზე, კონგრესში მოლაპარაკებები შეჩერებულია”, – წერს BBC.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა