იფიცება, რომ რუსეთთან შეთანხმება მტკიცე იქნება – პუტინის თანაშემწე

ს პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მტკიცე შეთანხმებას ჰპირდება.
„ამერიკელები (ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები) იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ის მტკიცე იქნება“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი მტკიცებით, მოსკოვი და ვაშინგტონი გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში მუშაობენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი არ არის.
„მხარეები ცდილობენ, მოლაპარაკება მოახდინონ რთულ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს მომავალი შეთანხმების ფორმასა და ბედს. სთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი -სგან თავის დოკუმენტებში რადიკალური ცვლილებების შეტანას მოითხოვს“, – აღნიშნა უშაკოვმა.
პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, რუსული არმიის ფრონტის ხაზზე წინსვლამ კრემლში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნა. შეხვედრის შედეგებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ ერთმანეთის პოზიციები უკეთ გაიგეს. პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა არ განხილულა.
www.interpressnews.ge