აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკული ბიუროკრატია გვიყურებდა, როგორც მტერს, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები, რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ თავიდან ბოლომდე რაციონალურად და პრაგმატულად

აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკული ბიუროკრატია გვიყურებდა, როგორც მტერს, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები, რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ თავიდან ბოლომდე რაციონალურად და პრაგმატულად
მთელი ეს წლები ვხედავდით, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული მხარე, ბიუროკრატია, გვიყურებდა, როგორც მტერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია იყო ჩართული მეორე ფრონტის სცენარის რეალიზების მცდელობაში, რაც ჩავარდა, რადგან ხელისუფლება ვერ შეცვალეს.
„მთელი ეს წლები ვხედავდით, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული მხარე, ბიუროკრატია, გვიყურებდა, როგორც მტერს. ამას აკეთებდა ადგილზე ელჩი, ვიღაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ა.შ. იგივე ხდებოდა და ევროპის შემთხვევაში ახლაც ხდება, რომ როგორც მტერს, ისე გვეპყრობიან. ნორმალურია ეს ყველაფერი? ევროკავშირის ერთ-ერთმა უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა შუა აზიის 5 ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ანუ რეგიონში ყველასთან, საქართველოს გარდა. რა კრიტერიუმით შეიძლება გამოარჩიო საქართველო, როცა არ ხვდები, რომელი კრიტერიუმით, ეკონომიკით, დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით? რომელი კრიტერიუმი უნდა მოიტანო. აქედან ჩანს, რომ უბრალოდ, როგორც მტერს, გიყურებენ, იმიტომ, რომ რაღაც სცენარი ჰქონდა ვიღაცას მოაზრებული, ევროპული ბიუროკრატია ჰყავდათ ჩართული ამ სცენარის რეალიზების მცდელობაში, ეს იყო მეორე ფრონტის სცენარი და ეს სცენარი ჩავარდა, ხელისუფლება ვერ შეცვალეს. ამიტომ გვიყურებენ, როგორც მტერს. Deep State-ს აქვს ერთი მარტივი მოდელი და მიდგომა – ან ხარ აგენტი, ან ხარ მტერი. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ეს. ვერ გავხდებით აგენტები, მაგრამ ნუ გვიყურებთ როგორც მტრებს, გვიყურეთ, როგორც პარტნიორებს. თუ ასე შემოგვხედავენ და ამის პერსპექტივა, იმედი მაქვს, რომ არსებობს, მიუხედავად მძიმე ფონისა, მაშინ ყველაფერი შეიცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი და შეუერთდა დამხობის აქციის მხარდაჭერას, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და მოუწოდა ამომრჩეველს ჩვენს წინააღმდეგ ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ, იყო გარედან მხარდაჭერილი რევოლუციის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში, პირდაპირ ევროკავშირიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ახლაც მონაწილეობდნენ პირდაპირ დამხობის მცდელობაში, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ამის მიუხედავად მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები. არ არსებობს პოლიტიკაში წყენა. მგონი ამასაც მიხვდა ყველა, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ვმოქმედებთ ყოველგვარი ემოციების გარეშე და ეს დაამკვიდრა პირადად ბიძინა ივანიშვილმა. რაც კი დავმართეთ საკუთარ თავს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს იყო ემოციებით. ამ ემოციებს მოჰყვა 90-იანი წლების დასაწყისში უბედურება, ხელისუფლების გადატრიალება და ა.შ. ამას მოჰყვა მერე კორუფციული სისტემა, , სისხლიანი დიქტატურა და ა.შ. ემოციებით დაგვემართა ეს ყველაფერი. რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ თავიდან ბოლომდე რაციონალურად და პრაგმატულად. ჩვენ რომ ემოციებს ავყვეთ, უნდა ვთქვათ, რომ აღარ გვინდა საერთოდ ევროკავშირთან ურთიერთობა, თუმცა გვესმის, რომ ვართ ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ევროკავშირთან არის საჭირო ურთიერთობები, არის საჭირო ურთიერთობების გადატვირთვა, იგივე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მ ასევე უპასუხა შეკითხვას, რჩება თუ არა პირობა, რომ 2030 წელს საქართველო იქნებოდა ევროპული ოჯახის წევრი.
„რა თქმა უნდა, ესეც რჩება. ჩვენ რომ ემოციურად შევხედოთ ყველაფერს, იქით გახედვა არ უნდა გვინდოდეს, ისეთი უბედურებები ხდება, მაგრამ ემოციების გარეშე, პრაგმატულად მივყვებით ყველაფერს. იმედიც გვაქვს, რომ იქაც შეიცვლება ტენდენციები. ამიტომ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ კი, გუშინ გინდოდა ჩემი დამხობა, ჩემი შეცვლა თ, ამიტომ ერეოდი დემოკრატიულ არჩევნებში, მოუწოდებდი ხალხს ჩემს წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გადავტვირთოთ ურთიერთობები. ხვალვე ჩამოვართმევთ ხელს ჰერჩინსკის, იმ პრესსპიკერს, ასევე კალასს და კოსს, რომლებმაც თავის მოჭრაა მართლა, ისეთი განცხადება გააკეთეს, დამხობის მცდელობის შემდეგ, მართლა თავის მოჭრაა. დამხობის მცდელობის შემდეგ რომ შეკრების თავისუფლებაზე მელაპარაკები და დამხობის მცდელობას არ ახსენებ, იმაზე ილაპარაკე, კი ბატონო, მაგრამ რომ არ ახსენებ, ეს ხომ თავის მოჭრაა, სირცხვილია. თან მანამდე, როდესაც შენს პრესსპიკერს აქვს გაკეთებული განცხადება, რითაც მხარი დაუჭირა დამხობის აქციას. ეს, რა თქმა უნდა, თავის მოჭრაა, მაგრამ ჰერჩინსკი, ეს პრესსპიკერი, კალასი, კოსი თუ ნებისმიერი სხვა, მზად ვართ, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი იმიტომ, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. პოლიტიკაა, ქვეყნის ინტერესებია. კი, ეს უნდოდათ, მაგრამ არ შედგა და იქნებ გააცნობიერონ, რომ ახლა ჩვენ უნდა დაგველაპარაკონ და არა ისევ სცადონ „ნაცების“ დაბრუნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია წარსულში ჩადენილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულების გამოძიება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დღეს და ხვალ, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს, არ იყოს დაშვებული კორუფციის ფაქტები

ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას – 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას