აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მარტის დასაწყისამდე და თავიდან აიცილებს მთავრობის მუშაობის შეჩერებას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კანონპროექტს 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 108, მათ შორის – 106 რესპუბლიკელი. საბოლოოდ, დასამტკიცებლად კანონპროექტი ბაიდენს გაეგზავნა.
პარალელურად, ამერიკელ კანონმდებლებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თეთრი სახლის მოთხოვნის დამტკიცების შესახებ დამატებით დაფინანსებაზე, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას. დაფინანსების შესახებ მოთხოვნა შეჩერებულია ოქტომბრიდან, რესპუბლიკელთა მოთხოვნის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა