აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, მაგრამ გარკვეული “სიახლეებით”

-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სააღდგომო არდადეგების შემდეგ, რომელიც 9 აპრილს სრულდება, კონგრესის ქვედა პალატა იმუშავებს უკრაინის დახმარების კანონპროექტზე. ჯონსონის სიტყვებით, მისი მიღება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან პალატაში დეპუტატების ძალები თითქმის თანაბრად არის გაყოფილი და დოკუმენტის მიღებისთვის ორივე პარტიის კანონმდებელთა მხარდაჭერაა საჭირო. „ჩვენ ხელს შევუწყობთ პროდუქტს, მაგრამ, ჩემი აზრით, მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება,“ თქვა ჯონსონმა.
ასეთი სიახლეების მაგალითად მან დაასახელა უკრაინისთვის დახმარების მინიჭების შესაძლებლობა სესხის სახით. ამასთან, მან დაიმოწმა ყოფილი პრეზიდენტი , რომელიც წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა სავარაუდო კანდიდატი იქნება. „თვით პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი ლაპარაკობდა საკრედიტო კონცეფციაზე, სადაც… ჩვენ უბრალოდ კი არ ვუწევთ დახმარებას. ჩვენ ვამყარებთ ისეთ ურთიერთობებს, რომ მათ შეძლონ მისი ჩვენთვის დაბრუნება, როცა დრო მოვა,“ თქვა სპიკერმა. გამოცემა The Hill აღნიშნავს, რომ ასეთ მიდგომას შესაძლოა მხარი დაუჭირონ კონგრესში ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებმა. ამავე დროს, კიევში ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ.
კიდევ ერთი იდეა, რომელიც ახსენა ჯონსონმა, არის ამჟამად გაყინული ს აქტივების კონფისკაცია და მათი გადაცემა უკრაინისთვის. „თუკი შეძლებთ რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივების იმისთვის გამოყენებას, რომ მ თავად მათ წინააღმდეგ შეძლოს ბრძოლა, ეს უბრალოდ ზღაპარია,“ მოჰყავს The Hill-ს ჯონსონის სიტყვები. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელებმა წარადგინეს, ითვალისწინებს არა ვიღაც „ოლიგარქების“, არამედ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციას. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, თეთრი სახლი არ არის ამ ინიციატივის პრინციპულად წინააღმდეგი, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესაბამისი ქმედებების გარეშე ევროკავშირის მხრიდან, სადაც რუსული გაყინული აქტივები ბევრად მეტია, ვიდრე აშშ-ში.
თეთრი სახლი წარმომადგენელთა პალატას მოუწოდებს, მიიღოს უკრაინის დახმარების კანონპროექტი, რომელიც 60 მილიარდ დოლარზე მეტს ითვალისწინებს და რომელიც ადრე უკვე მოიწონა სენატმა. მაგრამ ჯონსონის სიტყვები მეტყველებს, რომ ის შეეცდება ან კანონპროექტში შესწორებების შეტანას, ან ახალი დოკუმენტის მიღებას. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ ის კვლავ უნდა მოიწონოს სენატმა. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტის მიღება გაჭიანურდება.
მიუხედავად ამისა, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ ტერნერმა, კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებას „დიდი უმრავლესობა დაუჭერს მხარს“ მას შემდეგ, რაც კონგრესი მუშაობას განაახლებს, ჯონსონმა კი პირობა დადო, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული იქნება.
ამასთან რამდენიმე უკიდურესად მემარჯვენე რესპუბლიკელი გამოდის უკრაინისთვის ნებისმიერი სახის დახმარების წინააღმდეგ და ჯონსონს გადაყენებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ის დემოკრატებს მოელაპაარაკება კანონპროექტის მიღებაზე. დემოკრატები, თავის მხივ, მიანიშნებენ, რომ შეიძლება ასეთ ვითარებაში არც დაეთანხმდონ რესპუბლიკელი სპიკრის გადაყენებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება