აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 218 ხმით კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს – მან 218 ხმა მოაგროვა.
პირველი კენჭისყრის დროს, ორმა რესპუბლიკელმა ჯონსონს ხმა არ მისცა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიცია შეცვალეს.

კენჭისყრამდე, -ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მაიკ ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებდა.
დღეს რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო და კანონმდებლებმა ფიცი დადეს. 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს.
დღეს, აშშ-ში კონგრესის პირველ სხდომაზე მეგობარი აქტის რეინიცირება იგეგმება – ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული შემადგენლობა განიხილავს.
ამასთან, კონგრესის პირველივე სხდომაზე მეგობარი აქტის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით 2 კანონპროექტს წარადგენს.
წყარო: ფორმულა