აშშ-ის წარმომადგელთა პალატამ უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის სთვის და ტაივანისთვის.
მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალმა დაამტკიცა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის პაკეტში რამდენიმე განსხვავებაა სენატის დოკუმენტთან შედარებით. მიმომხილველთა აზრით, ამ განსხვავებების მიზანი იყო, დაეშოშმინებინა წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორები.
დოკუმენტის თანახმად, მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს.
როგორც Politico იტყობინება აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეებზე დაყრდნობით, პენტაგონი ემზადება, სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის უკიდურესად აუცილებელი იარაღის სია, მათ შორის საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო საამისოდ ელოდებოდა დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას.
სულ უფრო მზარდ ზეწოლას განიცდის ს მხრიდან. მაშინ, როცა უკრაინა აშშ-ის დახმარების მოლოდინშია, რუსეთის უკეთესად შეიარაღებულ და უფრო მრავალრიცხოვან ჯარებს ამან უპირატესობა მიანიჭა ბრძოლის ველზე.
უკრაინის პრეზიდენტი და მისი მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა ეხვეწებიან დასავლელ მოკავშირეებს, გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების, შეიარაღებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება.
წარმომადგენელთა პალატის მიერ 20 აპრილს დამტკიცებული პაკეტი განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი მაშველი რგოლი უკრაინის გადასარჩენად რუსეთის აგრესიის პირობებში.
უკრაინის დახმარების პაკეტი შეიცავს 23,2 მილიარდ დოლარს აშშ-ის მარაგების შესავსებად და 11,3 მილიარდ დოლარს აშშ-ის ჯარებისთვის იმ რეგიონში, სადაც წვრთნას გადიან უკრაინის ჯარები.
ისევე, როგორც სენატში მიღებული კანონპროექტი, წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტიც შეიცავს 13,8 მილიარდ დოლარს შეიარაღების მოწინავე სისტემების შესაძენად, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში ასევე შედის 9 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ეკონომიკური დახმარებისთვის „ისეთი კრედიტებისთვის, რომელთა პატიება შეიძლება“.
თეთრ სახლს უფლება ექნება, დაადგინოს კიევისთვის სესხების გაცემის პირობები, ასევე გაქვითოს ისინი.
გათვალისწინებულია ასევე 26 მილიონი დოლარის გამოყოფა, რაც მოხმარდება „მეთვალყურეობასა და ანგარიშგებას“ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას გამოეყოფა.
წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ პაკეტი გადაინაცვლებს დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფ სენატში, სადაც თითქმის გარანტირებულია მისი სწრაფი დამტკიცება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს, როგორც კი მას კონგრესი დაამტკიცებს.
წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტის მიღების შედეგად საერთო თანხა, რომელიც ვაშინგტონმა უკვე დახარჯა უკრაინის დასახმარებლად, 170 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ისრაელის დასახმარებლად დოკუმენტით გათვალისწინებულია 26,38 მილიარდი დოლარი. აქედან 9 მილიარდი მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის, სადაც მილიონობით პალესტინელი შიმშილობს.
პალესტინელთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთი კონსერვატორი რესპუბლიკელი, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც შეიტანეს კანონპროექტში, ვინაიდან სხვაგვარად იქმნებოდა საფრთხე, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ვერ მოიპოვებდა დემოკრატების მხარდაჭერას.
ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის გამოყოფილია 8 მილიარდი დოლარი, აქედან 2 მილიარდი – ტაივანისა და სხვა საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეების სამხედრო დახმარებისთვის.
პაკეტი შეიცავს ასევე კანონს, რომელიც ვიდეოაპლიკაცია TikTok-ის ჩინელ მფლობელს, ByteDance-ს ერთ წლამდე ვადას მისცემს ამერიკული აქტივების გასაყიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეერთებულ შტატებში აკრძალვა ემუქრება.