-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კატარის პრემიერ-მინისტრსა და „მოსადის“ ხელმძღვანელს შეხვდება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კატარის პრემიერ-მინისტრსა და „მოსადის“ ხელმძღვანელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Axios-ის ცნობით, დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანსა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს „მოსადის“ ხელმძღვანელს, დავიდ ბარნეას შეხვდება.
ვარშავაში გასამართ მოლაპარაკებებზე მხარეები „ჰამასის“ მიერ დაკავებული ტყვეების გათავისუფლების შესახებ ახალ შეთანხმებას განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო