აშშ-ის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი უტკიაგვიკი მზის სინათლეს 66 დღის განმავლობაში ვეღარ იხილავს

თუ სიბნელის გეშინიათ, შეერთებული შტატების ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქი უტკიაგვიკში ალასკაში, რომელიც ადრე ბაროუს სახელით იყო ცნობილი, შესაძლოა თქვენთვის არამიმზიდველი გახდეს, განსაკუთრებით, მინიმუმ მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რადგან ის ახლა იწყებს სიბნელის 66-დღიან პერიოდს, რომელიც პოლარული ღამის სახელით არის ცნობილი.

უტკიაგვიკის მცხოვრებლებმა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 4000-ს შეადგენს, 2023 წელს მზე ბოლოჯერ 19 ნოემბერს იხილეს და მის ნახვას 2024 წლის 23 ნოემბრამდე ვეღარ შეძლებენ.

ეს იმიტომ, რომ უტკიაგვიკი მდებარეობს არქტიკული წრის ჩრდილოეთით. დედამიწის ღერძის დახრის გამო კი ის ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში ბნელდება, თუმცა არა მთლიანად. დღის გარკვეულ საათებში ქალაქში ბინდის მსგავსი ხილვადობა მაინც იქნება შენარჩუნებული.

ეს ქალაქი არ არის ერთადერთი ალასკაში, რომელშიც მსგავსი რამ ხდება, მაგრამ ის პირველია „პოლარული ღამის მდებარეობის სიაში“ იმის გამო, რომ ის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს.

წყარო: newshub.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)