აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ფიქრობს, რომ პარიზის შეთანხმება მორიგი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს არ ასახავს და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დოლარებს იმ ქვეყნისკენ მიმართავს, რომლებსაც ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ.
პარიზის შეთანხმებიდან ქვეყნის გასვლას ფორმალურად თორმეტი თვე სჭირდება. ასეთ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს, ლოს ანჟელესში უმარფთავი და მასშტაბური ხანძრის ფონზე წარიმართა. გარემოსდამცველებისა და კლიმატოლოგების მტკიცებით კი ასეთი უბედური შემთხვევები სხვა არაფერია, თუ არა კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის, შედეგი. დონალდ ტრამპი კი, როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილების არსებობას არ აღიარებს,
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვებას აპირებს არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეიც.ის დონალდ ტრამპის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოკავშირედ ითვლება და რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში ტრანპის ინაუგურაციასაც ესწრებოდა. ასე რომ არაა გასაკვირი, როცა ხავიერ მილეი ამ პროცესში, ტრამპის მსგავსად, ადამიანების მიერ შეტანილ წვლილს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება არგენტინის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია, მაგრამ მეტად სავარაუდოა ის რეალობა, სადაც არგენტინა “პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან” გავა. ამის შესახებ მილეიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუკი არგენტინა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლიმატის ცვლილების შენელების წინააღმდეგ მიღებული შეთანხმების არსებობის რელევანტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. შეთანხმების დასატოვებლად, ჩვეულებრივი პროცედურით, მილეის არგენტინის კონგრესის დასტური სჭირდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, მილეიმ სპეციალური განკარგულება გამოსცეს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, შეთანხმება ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ დაუტოვებია.
პარიზის კლიმატის შეთანხმება გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა 2015 წლის დეკემბერში, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამიტზე, COP21-ზე მიიღეს. ქვეყნები კლიმატის ცვლილებასთან კოორდინირებულ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებული ქვეყნები იზიარებენ იდეას, რომ დედამიწის გადასარჩენად გლობალური დათბობის მაჩვენებლის ორი გრადუსამდე ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთ-ნახევარ გრადუსამდე შემცირებაა აუცილებელი. კონკრეტული გარემოსდაცვითი ნაბიჯების გატარება თითოეულ ქვეყანას თავად, ეროვნულ დონეზე, უნდა გადაეწყვიტა. სწორედ პარიზის კლიმატის ცვლილებას უკავშირდება სათბური აირების შემცირების გეგმები, მწვანე ინიციატივები, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა.
პარიზის შეთანხმებით, განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ყოველწლიურად სულ მცირე $100 მილიარდით დაემხარებიან.
უნდა ითქვას, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება უნდა ვახსენოთ, რომელიც, ისტორიულად, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ერთ-ერთ მთავარ წყალგამყოფ საკითხს წარმოადგენს.