-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.
„დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ჯიმი კარტერი პრეზიდენტის პოსტს 1977 წლის იანვრიდან 1981 წლის იანვრამდე იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში „რესპუბლიკელ“ კონკურენტთან, რონალდ რეიგანთან დამარცხდა.
Reuters-ი წერს, რომ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების გაფორმება, რამაც გარკვეული სტაბილურობა მოუტანა ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი ასევე აღინიშნა რეცესიაში შესული ეკონომიკით, მუდმივი არაპოპულარობით და ირანის მძევლების კრიზისით.
კარტერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. 2002 წელს მას მიენიჭა „ნობელის პრემია“ მშვიდობის დარგში „საერთაშორისო კონფლიქტებისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების გამოსაძებნად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის გაწეული დაუღალავი ძალისხმევის გამო“.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის