აშშ-ის ფლოტი აცხადებს, რომ წითელი ზღვის თავზე ჩამოაგდო 15 დრონი

აშშ-ის არმიის განცხადებით, საზღვაო ხომალდებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა წითელი ზღვის არეალში ჩამოაგდო იემენის ჰუთების მიერ გაშვებული 15 დრონი.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ 9 მარტს მისმა ძალებმა ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან 6.30 საათამდე უპასუხეს მასშტაბურ შეტევას “ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი ტერორისტების” მხრიდან.
დრონები, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებსაც უწოდებენ, წარმოადგენდა “მოახლოებულ საფრთხეს სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის ფლოტისთვის, და რეგიონში კოალიციის ხომალდებისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ჰუთების რაკეტა მოხვდა კომერციულ ხომალდს ადენის ყურეში, რასაც ეკიპაჟის სამი წევრი ემსხვერპლა, გადარჩენილები იძულებულნი გახდნენ ხომალდი მიეტოვებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო