-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებულ 30%-იან ტარიფებს, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებსა და აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აჩერებს, თუმცა ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში რჩება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 2 აპრილს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის წინააღმდეგ ე.წ. საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 9 აპრილს ტარიფების ამოქმედება 90 დღით გადაავადა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უნივერსალური 10%-იანი ტარიფები ძალაში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი