აშშ-ის ტარიფები აღარ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე და მეხსიერების ბარათებზე – ნათქვამია -ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაში.
ამ ინსტრუქციას, რომელიც ამერიკაში პარასკევს ღამით გამოჩნდა, წინ უძღოდა ტრამპის მიერ თვის დასაწყისში ჩინეთის პროდუქტებზე 145%-იანი ტარიფების დაწესება. ეს დიდი ზარალით ემუქრებოდა ამერიკის ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომლებიც პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებენ. ზოგიერთი შეფასებით, ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ახალი “აიფოუნის” და სხვა ელექტრონული პროდუქციის ფასი ამერიკაში შეიძლება სამჯერ გაზრდილიყო.
ფორუმი