აშშ-ის სენატში “ქართველი ხალხის აქტი” დარეგისტრირდა – რა წერია დოკუმენტში

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატში დღეს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე “უცხოური აგენტების კანონის” წინ წაწევაზე.
სენატში დარეგისტრირებული პაკეტი ფორმულას ვაშინგტონის ბიურომ ექსკლუზიურად მოიპოვა. პაკეტი შედგება ორი ნაწილისგან – პირველი ნაწილი ძირითადად მოიცავს შედეგებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს და ოჯახის წევრებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში, კორუფციაში და რუსული კანონის მხარდაჭერაში.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ის მოიაზრებს ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად:
შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობა შეზღუდვები ან სანქციები პასუხისმგებელ პირებზე იმ ნებისმიერი ქმედების გამო, რომელიც ხელს უშლის საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მიზნად ისახავს ისეთ მოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წევრთა შეურაცხყოფასა ან დაშინებას ისახავს მიზნად.
-მა უნდა განიხილოს ეს შეზღუდვები, ვიზების გაუქმება ამ პირების, მათ შორის, მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში
კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა უნდა დაასახელოს ის პირები საქართველოში, რომლებიც დადგინდა, რომ შეგნებულად მონაწილეობდნენ კორუფციაში, დაშინებასა და ძალადობაში და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებაში. ეს ეხება: