-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ.
პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.
„დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი.
ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, ტაივანის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)