აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

ამერიკის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ითვალისიწინებდა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას.
კანონპროექტის განხილვის დასაწყებად მან უნდა მიიღოს მინიმუმ 60 ხმა 100-დან, მას მხარი 49 სენატორმა დაუჭირა.
დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან ყველაზე მეტი – 61 მილიარდი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, 14.3 მილიარდი ისრაელისთვის, კიდევ 2 მილიარდი ტაივანისა და ინდო-წყნაი ოკეანის უსაფრთხოებისთვის, 9 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
კანონპროექტის დაბლოკვის მთავარი მიზეზი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა რესპუბლიკელების უთანხმოება დემოკრატებთან მექსიკასთან საზღვრის გაძლიერებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე.
რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ნებისმიერი დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული იმიგრაციის სფეროში ფართომასშტაბიან რეფორმებთან და შტატებში თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ