აშშ-ის სენატმა “პროცედურული მხარდაჭერა” გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ

-ის სენატმა 8 თებერვალს მხარი დაუჭირა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის, სა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეების დახმარებას. ხუთშაბათს დოკუმენტმა სენატში ე.წ. პროცედურული მხარდაჭერა მოიპოვა.
გუშინ კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც შეიცავდა ასიგნებებს საიმიგრაციო პოლიტიკისთვის.
ახალ კანონპროექტს ხუთშაბათს მხარი დაუჭირა 67-მა კანონმდებელმა, 32 წინააღმდეგი იყო. სანამ მას დასკვნით კენჭისყრაზე გაიტანენ, სენატის წევრები დოკუმენტში ცვლილებებზე იმსჯელებენ.
ეს კანონპროექტი შეიცავს უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს. 14 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია ისრაელისთვის. კიდევ 5 მილიარდი დოლარის გაგზავნაა ნავარაუდევი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში მოკავშირეებისთვის, მათ შორის ტაივანისთვის.
ეს დოკუმენტი სენატმა საბოლოოდ რომც მიიღოს, მის გარშემო გააფთრებული ბრძოლა იქნება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, ს ერთგული მემარჯვენე რესპუბლიკელების ჯგუფი მტკიცედ ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში მცირე უმრავლესობას ფლობენ.
შარშან შემოდგომიდან მოყოლებული აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, შეათანხმოს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, რათა დაეხმაროს მას ს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვაშინგტონი ს მთავარ მოკავშირედ ითვლება, ამიტომ ძალზე არის დამოკიდებული შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის