აშშ-ის სენატმა მხარს დაუჭირა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტს

-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინისთვის, სა და ტაივანისთვის დახმარების 95 მილიარდი დოლარის მოცულობისპაკეტი. კანონპროექტს მხარი 79-მა სენატორმა დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო
სენატის მიერ მხარდაჭერილი ოთხი კანონპროექტიდან ერთი უკრაინისთვის 60.8 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს, მეორე – ისრაელის დახმარებას და ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი და 26.4 მლრდ დოლარს მოიცავს. მესამე კანონპროექტით გათვალისწინებულია 8.1 მლრდ დოლარის გამოყოფა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ძირითადად მიმართულია რეგიონში, მეტწილად ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად.
მეოთხე კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციებს გაზრდა რუსულ აქტივებზე, ახალი სანქციები ირანისთვის, ამასთან კანონპროექტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვიან ვადას უწესებს სოციალური ქსლის TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
კანონპროექტი ძალაში შევა აშშ-ის პრეზიდენტის ს ხელმოწერის შემდეგ, ცნობილია, რომ ბაიდენი მზადაა კანონპროეტს ხელი მიღებისთანავე მოაწეროს. “რათა ჩვენ შევძლოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაწყება ამ კვირაში”, თქვა ბაიდენმა.
პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ 20 აპრილს მიიღო.
დაწერეთ კომენტარი