აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

სთან შეხვედრის შემდეგ, -ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებისკენ მოუწოდა.
გუშინ, ს მიერ ში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, ხუთი „დემოკრატი“ სენატორისგან შემდგარმა დელეგაციამ უკრაინის ქალაქ ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.
„ჩვენ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ამერიკელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გვითხრეს, რომ დახმარების გარეშე უკრაინა ომს წააგებს“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.
გასულ კვირას, აშშ-ის სენატმა უკრაინის, სა და ტაივანის 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატას კანონპროექტის დამტკიცებისკენ მოუწოდა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ორკვირიანი შესვენება კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის გარეშე გამოაცხადა.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სპიკერს პირდაპირ ვესაუბროთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას ვუთხრათ, თუ რა ცნობები მივიღეთ და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზეწოლა მოვახდინოთ, რათა სწორი საქმე გააკეთოს“, – აღნიშნა ჩაკ შუმერმა.