აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუბო აღნიშნავს, რომ ოცდაათ წელზე მეტია მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა დემოკრატიის საერთო ფასეულობების, სუვერენიტეტის და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საფუძველზე:
„ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას და ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია“.
სახელმწიფო მდივანი ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას პარტნიორობისადმი, რომელიც შეესაბამებას საქართველოს სწრაფვას უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველსოთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს