-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩავიდა – ის ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.
CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ამერიკელი დიპლომატი ს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ისრაელში ჩასვლამდე, ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ს შემდეგ კი, ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში, ისრაელი-“ჰამასის” ომის დაწყების შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მან გააჟღერა, არის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება.

ასევე დაგაინტერესებთ

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, რაც ისჯება კანონით – ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა