-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ჰამასის” ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს აწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ჰამასის” ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს აწესებს. უწყების განცხადების თანახმად, 10 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციისთვის, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ფინანსური მექანიზმების განადგურებას გამოიწვევს.
სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია ხუთი პირის შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც ის “ჰამასის” ფინანსურ ფასილიტატორებს უწოდებს. მათ შორისაა სუდანში მცხოვრები “ჰამასის” ფინანსისტი აბდელბაზიტ ჰამზა, რომელიც, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, “ჰამასის” საინვესტიციო პორტფელში მრავალ კომპანიას მართავს და ჩართული იყო დაჯგუფებისთვის თითქმის 20 მილიონი დოლარის გადარიცხვის ოპერაციაში. უწყების ინფორმაციით, ჰამზას ასევე ხანგრძლივი ფინანსური კავშირები აქვს “ალ-ქაიდასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად