აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ 246 თანამშრომელს აცნობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღის შემდეგ გაათავისუფლებს, ხოლო საჯარო მოხელეებს 60 დღის შემდეგ.
„დეპარტამენტი შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას ახდენს, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.
გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
