აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ენტონი ბლინკენმა იოავ გალანტთან საუბარში ხაზი გაუსვა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას

-ის სახელმწიფო მდივანი, ს თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მათ განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მძევლის გათავისუფლებას და პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ღაზაში ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად და ღაზას მასშტაბით დახმარების გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სრული კოორდინაციის გზით გაწევა.
„მან ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისა და დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც ისრაელელ, ისე ლიბანელ ოჯახებს თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება.
CNN-ი იუწყება, რომ ენტონი ბლინკენისა და იოავ გალანტის შეხვედრა, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაციის შიშის ფონზე გაიმართა და გალანტი სახელმწიფო დეპარტამენტში ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.