აშშ-ის სახაზინო მდივანი – პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა – ვფიქრობ, ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ -ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც მან თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით, დაბომბვის კამპანია გააძლიერა. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის მიერ ყველა ვარიანტი განიხილება და მიმდინარე კვირაში ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ბესენტმა აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.
„ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიაა. მათი ღირებულებები უფრო ახლოს არის ჩვენთან და ჩინეთთან, ვიდრე რუსეთთან. ვფიქრობ, საბოლოოდ, ორი დიდი ქვეყანა ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ, ინდოელები კარგი აქტორები არ ყოფილან რუსული ნავთობის შეძენისა და გაყიდვის და ში ს ომის დაფინანსების კუთხით“, – აღნიშნა ბესენტმა.