აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.
ცნობისთვის, 7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ჰააგის სასამართლო) დაასანქცირა.
აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომელთაც სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ა.
სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით