-ის სასამართლო განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს, რომელიც დამნაშავედ ცნეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში

აშშ-ში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დაიწყო განაჩენის გამოტანის ეტაპი 46 წლის რაფატ ამიროვისა და 41 წლის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვისთვის, რომლებიც მარტში დამნაშავედ ცნეს 2022 წელს ამერიკელი ირანელი მასიჰ ალინეჯადის დაკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. ალინეჯადი ირანის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.
-ის ფედერალური სასამართლო პროცესების დროს ხშირია, როცა ვერდიქტის გამოცხადებასა და განაჩენის გამოტანას შორის რამდენიმე თვე გადის.
პროკურორებმა ოთხშაბათს ორივესათვის მოითხოვეს თავისუფლების 55 წლით აღკვეთა. მათი მტკიცებით, რაფატ ამიროვიც და ფოლად ომაროვიც რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები არიან.
პროკურორების თქმით, “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” ამიროვსა და ომაროვს 500 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა 2009 წელს ირანიდან გაქცეულ ალინეჯადზე თავდასხმისთვის.
ფოლად ომაროვი საქართველოში, სა და ჩეხეთში ცხოვრობდა. ის ჩეხეთში დააკავეს 2023 წელს და აშშ-ს გადასცეს.
ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი დიდი ხანია არის ირანის ავტორიტარული ხელისუფლებისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ