-ის სავარაუდო 500%-იანი ტარიფი – რა საფრთხე ელის საქართველოს?

აშშ-ის სენატორისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ლინდსი გრემის თქმით, 72 სენატორი მზადაა, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც რუსეთს ახალ “დამანგრეველ” სანქციებს, იმ ქვეყნებს კი, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ, ტარიფებს დაუწესებს – ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
სენატორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებში არ შევა, ზემოაღნიშნულ მკაცრ ზომებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სენატორ გრემის კომენტარს წინ უსწრებდა აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან აშშ-ში იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ. დოკუმენტის თანახმად, სანქციების ფარგლებში აშშ-ის მოქალაქეებს ასევე აეკრძალებათ რუსული ფასიანი ქაღალდების ყიდვაც.
როგორც სენატორმა აღნიშნა: “პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპთან თამაშს მოისურვებს და ეს კანონპროექტი ინსტრუმენტია ტრამპისთვის”. მისივე თქმით, პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ტრამპთან მოლაპარაკებებს, ან რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას უყუროს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ტარიფები, სავარაუდოდ, საქართველოზეც გავრცელდება, რადგან ქვეყნის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 10.8% მოდის. ამასთან, 2024 წელს საქართველოში რუსეთიდან $519.5 მლნ-ის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტმა კი $180.9 მლნ შეადგინა.
წყარო – bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ