აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს

აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი -ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს
2024 წლის პირველ ოქტომბერს, აშშ-ის საელჩო საქართველოში, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ს “კრედიტ სუისთან” დავას გამოეხმაურა. საელჩო მაშინ ირწმუნებოდა, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ იყო.
“ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?” – წერდა აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში და განცხადებას თან ურთავდა რუკას, სადაც სინგაპური და ბერმუდა იყო მონიშნული იმის საილუსტრაციოდ, რომ ამერიკა შორსაა როგორც სინგაპურისგან, ისე ბერმუდასგან.
ამავე წლის 27 დეკემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, შესაბამისად, იგი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის სანქციადაკისრებულთა სიას. ამასთან, სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია N116“.
სანქციების დაწესების პარალელურად, ცნობილი გახდა ისიც, რომ ივანიშვილი აშშ-ის ნებართვის გარეშე, “კრედიტ სუისთან” დავაში მოგებულ თანხას ვერ მიიღებს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, ლიცენზია არ ახდენს გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზებას, – მათ შორის, სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებულ და მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებში გათვალისწინებული ტრანზაქციების ავტორიზებას, – „თუკი ცალკე არ მოხდა ავტორიზება“.
აკრძალვა ეხება „ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, მოგებას, მორიგების ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი სამართალწარმოებიდან მომდინარეობს, ან რაიმე ტიპის გადახდას, ტრანსფერს, ქონების გადატანას, ან სხვა ტრანზაქციებს“.
შესაბამისად, სიცრუე აღმოჩნდა ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც პასუხი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებზე ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალურად სანქცირებასთან დაკავშირებით, რის მაგალითადაც, ხელისუფლების წევრებს სწორედ “კრედიტ სუისთან” ბიძინა ივანიშვილის დავა მოჰყავდათ.
ცნობისთვის, სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული “კრედიტ სუისის” ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას, ბიძინა ივანიშვილისთვის 742,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, ეს თანხა 461 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო განხილვებისას დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს ამ საკანონმდებლო აქტის, პროექტის ქართულ რეალობასთან ადაპტირება. საკუთრივ „ფარა“, ეს არის თავისი რეგულირებით საკმაოდ ხისტი ნორმატიული დოკუმენტი

ლევან მახაშვილი თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები, შევთანხმდით, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ საერთო მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი – მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროგრესირებს და დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სტრესულ სიტუაციებს