აშშ-ის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

-ის საელჩო საქართველოში ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. განცხადებას საელჩო X-ზე ავრცელებს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 აპრილს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო