აშშ-ის საელჩო: გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! – სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს და Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.
“”ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს.” – გენერალი კვინიტაძე
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს!
ამ დღეს მივესალმებით მათ თავდადებასა და პროფესიონალიზმს, ვინც ქვეყნის სამსახურში ყოფნა აირჩია. ასევე, ვფიქრდებით ჩვენს ღირებულ პარტნიორობაზე, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გაძლიერდა და გაიზარდა.
ჩვენი ათასობით ჯარისკაცი გაიწვრთნა და განვითარდა ერთად, ერთობლივი გამოცდილებით.
ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.