აშშ-ის საელჩო – არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და USAID-ის მისიის დირექტორი, ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.
„ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.
არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის