აშშ-ის კონგრესში დოკუმენტური ფილმის – “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გაიმართა

-ის კონგრესში ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შექმნილი დოკუმენტურ ფილმის – “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო ” ჩვენება და გამოფენა გაიმართა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, ღონისძიება ასახავს იმ საზარელ დანაშაულებს, რაც რუსეთმა საქართველოში, 30 წლის წინ ჩაიდინა.
“დღეს კონგრესში სწორედ მივიწყებულ ქართველ მსხვერპლს გავახსენებთ მსოფლიოს და გავაგებინებთ ჩვენს უძლიერეს პარტნიორს, რომ ს შეჩერება 30 წლის წინ გაცილებით უფრო ნაკლები მსხვერპლი დაუჯდებოდა მსოფლიოს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ მისი აგრესია NATO-ს გაფართოებას უკავშირდება. ამას ხანდახან გამზიარებლებიც ჰყავს დასავლეთში. გვინდა, ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ, რომ ეს სისულელეა და სინამდვილეში არის პირიქით. 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა ჩვენ გენოციდი მოგვიწყო, NATO-ზე დისკუსიაც კი არ იყო საქართველოში, მაგრამ ის მაინც ასე იქცეოდა, ამიტომ, პირიქით, NATO-ს გაუფართოებლობა არის მიზეზი რუსეთის აგრესიის და არა NATO-ს გაფართოება” – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
გამოფენა და ფილმის ჩვენება ორგანიზებულია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ.
ასევე, 25 აპრილს ჩვენება გაიმართება American Enterprise Institute-ში. იქამდე მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მიიღებს მონაწილეობას.