-ის კონგრესის დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა

საქართველოში მყოფი -ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ასევე შეხვდა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ოცნების მიერ გუშინ მიღებული ცვლილებები.
“ჩვენი ამოცანა არის, რამდენადაც ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის შეწყვეტილი და შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება აღდგეს. ამისთვის აუცილებელია სათანადო პირობების შექმნა და აშშ-ის შეუძლია, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც შექმნის ამ შესაბამის პირობებს, რომ მოხდეს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა”- თქვა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
“ორი ქვეყანაა ახლა, ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და აშშ-ის დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და უკან წაიღო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ერთი საკითი ეს იყო და მეორე საკითხი იყო ზოგადი საკითხები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებებთან, ზოგადად რა სირტუაციაა. კთხვები ეხებოდა გუშინ მიღბულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით სპეციალურად დაამთხვიეს მათ ვიზიტს საქართველოში”- თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.