-ის იუსტიციის დეპარტამენტი – ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ განცხადებას -ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც გუშინ, 7 ნოემბერს, დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.
თავად შაქერი აშშ-დან 2008 წელს იქნა დეპორტირებული, შესაბამისად ამ მიზნებისთვის ის თანამზრახველთა ქსელს იყენებდა – რივერასა და ლოუდგოლტს.
“დღეს გაჟღერებული ბრალდებები ააშკარავებენ ირანის მიმდინარე თავხედურ მცდელობებს სამიზნეში ამოიღონ ამერიკელი მოქალაქეები, მათ შორის პრეზიდენტად არჩეული , სხვა სამთავრობო ლიდერები და დისიდენტები, რომლებიც თეირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – გამოცხადებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად – შეთქმულებაში იმყოფებოდა კრიმინალებთან და დაქირავებულ მკვლელებთან, რათა სამიზნეში ამოეღო და მოეკლა ამერიკელები ამერიკულ მიწაზე. ამას უბრალოდ ვერ შევეგუებით”, – განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გარდა ირანული რეჟიმი აშშ-ში სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ კი ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც ირანული რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.

ასევე დაგაინტერესებთ