აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა, ფასების შესამცირებლად, რეზერვიდან 1 მლნ ბარელი ბენზინი გაყიდა

Northeast Reserve (NGSR) ბენზინი გაიყიდა ხუთ კომპანიაზე: BP, George E. Warren, Vitol, Freepoint Commodities და Irving Oil. საწვავის გაყიდვის საშუალო ფასი იყო $2,34 გალონზე.
ბენზინის მარაგის გაყიდვა გაზრდის ბაზარზე საწვავის მიწოდებას დასვენების დღეებში გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად.
ენერგეტიკის სამინისტრომ NGSR-ისგან ბენზინის გაყიდვის გეგმები მაისში გამოაცხადა.
სამშაბათს, ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ბენზინის საშუალო საცალო ფასი იყო $3,501 გალონზე.