აშშ-ის ელჩი დონეცკზე თავდასხმაზე – ეს არის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ყოველდღიური რეალობის შეხსენება

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დონეცკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის შეხსენება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ყოველდღიური რეალობის შესახებ.
“ეს არის საშინელი შეხსენება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ყოველდღიური რეალობის შესახებ. თანავუგრძნობ ოჯახებს და მეგობრებს”, – წერს ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ დონეცკის ოლქს S-300 ტიპის რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ