აშშ–ის ელჩის განცხადებაში იგულისხმება მშიშარა ივანიშვილი – ხაზარაძე

ვის მიემართებოდა ამერიკის ელჩის განცხადება? – “ლელოს” ლიდერი, ამბობს, რომ დანიგანის გზავნილში იგულისხმებოდა, რადგან, მისი თქმით, სწორედ ისაა მშიშარა.
ამაში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მშიშარა ადამიანი, რომელიც ემალება საზოგადოებას და რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, შეინარჩუნოს თავის ქონება ჩვენი, ქართველების გაღარიბების ხარჯზე. ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება. ეს არის დადასტურებული, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ რუსული ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ვიღაცას ვიზა გაუჩერეს, ვიღაცას ფინანსური სანქციები დაადეს, ეს ძალიან მალე გამოჩნდება და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მივიღებთ ლუსტრაციის კანონს, როცა სხვა ქვეყნების აგენტები არ უნდა მართავდნენ ჩვენს ქვეყანას”, – აცხადებს ხაზარაძე.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ს შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს – ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს.”