აშშ-ის ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, რაშიც ტრამპი ბაიდენს ადანაშაულებს – BBC

აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 0.3%-ით შემცირდა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, შესაბამისად -ის ეკონომიკამ 2022 წლის შემდეგ პირველად დაიწყო კლება – ეს მონაცემები ოთხშაბათს აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ გამოაქვეყნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინვე განაცხადა, რომ მის ეკონომიკურ პოლიტიკას არაფერი ჰქონდა საერთო ეკონომიკურ კრიზისთან, რადგან იმპორტზე მისი ტარიფები პირველ კვარტალში არ ამოქმედებულა. ტრამპის თქმით, ტარიფების ამოქმედება ეკონომიკას გაზრდის.
ზოგიერთი ეკონომისტი ეთანხმება ტრამპს, რომ ჯერ ნაადრევია ტარიფების აშშ-ის მშპ-ს ზრდაზე გავლენის შეფასება.
ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, მომხმარებელთა ხარჯების ზრდაც შენელდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ის 1.8% იყო, ხოლო 2024 წლის ბოლო კვარტალში 4%.