-ის დახმარების შეჩერების ფონზე, და სატელეფონო საუბარს გამართავენ

აშშ-ის დახმარების შეჩერების ფონზე, და სატელეფონო საუბარს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დღეს უკრაინას ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს და ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში გაიმართება.
„აშშ აცხადებს, რომ ეს არ არის პაუზა ან შეჩერება. აშშ ჯერ კიდევ წყვეტს, როგორ დაუჭიროს საუკეთესოდ მხარი უკრაინის თავდაცვას. ეს პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ პენტაგონის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვისაც კი, ვინც კარგად არის ინფორმირებული ამ საკითხებში. მათ შორის არიან კონგრესის წევრები, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპელი მოკავშირეები.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ასეთი პაუზა პენტაგონის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელბრიჯ კოლბიმ და მრჩევლების მცირე წრემ შემოიღო, რაც გამოწვეული იყო იმ შეშფოთებით, რომ შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ტიპის იარაღის მარაგი იწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი