-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები

აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები
-ის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება, ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საინტერესოა აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებს, რომ მათი წინამორბედები გრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად იყენებდნენ.
„საინტერესოდ ვითარდება პროცესები, ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროობას და გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამის გარშემო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ ქართველი ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოჰყვა 2023 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთ მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და იყო ასეთი ისტერიული პროცესები, თუმცა დღეს ხედავთ, რომ ამ დაფინანსების გარკვეული ნაწილი ხდება საჯარო და ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა. ყველაზე საინტერესო მაინც არის აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ