ირანში პროტესტის ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს

აშშ ირანში პროტესტების ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ მტკიცედ უდგას გვერდში ირანელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნაში. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, სახაზინო დეპარტამენტი ირანის საკვანძო ლიდერებს ასანქცირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანელი ხალხის სასტიკ დარბევაში. სახაზინო დეპარტამენტი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა მიზანში ამოიღოს ისინი, ვინც ადამიანის უფლებების ტირანული რეპრესიის უკან დგას“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

აღინიშნება, რომ დასანქცირებულთა შორის არის ალი ლარიჯანი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ის ერთ-ერთი პირველი ირანელი ლიდერი იყო, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა.

განცხადების თანახმად, ასევე დასანქცირებულია 18 პირი და კომპანია, ვინც ჩართული არიან საზღვარგარეთ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლის გათეთრებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია