აშშ ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტისთვის ათწლიანი პატიმრობის განაჩენს გმობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ირანის ხელისუფლების მიერ რეზა ვალიზადეს წინააღმდეგ 10-წლიანი პატიმრობის მსჯავრის დადება. ვალიზადე ორმაგი მოქალაქეა – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის. ის ასევე ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ რადიო „ფარდა“-ს ყოფილი ჟურნალისტია.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და ირანში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, – უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რადიო „ფარდა“-ს 17 დეკემბერს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რომელიც ჟურნალისტის ადვოკატს 10 დეკემბერს გაეგზავნა და შემდგომ ის „რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ შეისწავლა, თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ ვალიზადეს განაჩენი “მტრულ მთავრობასთან თანამშრომლობის“ ბრალდების საფუძველზე გამოუტანა.
ვალიზადე რადიო „ფარდა“-დან 2022 წლის ნოემბერში, ათწლიანი მუშაობის შემდეგ წავიდა. ის ირანში 2024 წლის დასაწყისში, ოჯახის წევრების მოსანახულებლად ჩავიდა, მაგრამ 22 სექტემბერს დააპატიმრეს.
პატიმრობასთან ერთად, ვალიზადეს სასჯელის მოხდის შემდეგ ორი წლის განმავლობაში თეირანში და მიმდებარე პროვინციებში ცხოვრება, ქვეყნის დატოვება და პოლიტიკურ ან სოციალურ ორგანიზაციებში გაწევრიანება აეკრძალა.
ჟურნალისტის ახლობლების ცნობით, ის „უსაფრთხოების ხაფანგში“ გაება იმის მიუხედავად, რომ ირანის უშიშროების სამსახურების ოფიციალური პირებისგან მიიღო არაოფიციალური გარანტიები, რომ ირანში დაბრუნებისას იურიდიული პრობლემები არ შეექმნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!