აშშ ინდოეთსა და პაკისტანს დეესკალაციისაკენ მოუწოდებს

აშშ-მ მოუწოდა ინდოეთსა და პაკისტანს, ერთად იმუშაონ „დაძაბულობის დეესკალაციის“ მიზნით, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში მომხდარმა სასიკვდილო თავდასხმამ 26 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.
-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ოთხშაბათს ცალკე მოლაპარაკებები გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ს პრემიერ-მინისტრთან და მოუწოდა მათ „სამხრეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ“.
ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს 22 აპრილს კურორტ პაჰალგამის მახლობლად მომხდარი თავდასხმასთან კავშირში. ისლამაბადი უარყოფს ბრალდებებს.
ოთხშაბათს ინდოეთმა ასევე გამოაცხადა, რომ საჰაერო სივრცეს ხურავდა ყველა პაკისტანური თვითმფრინავისთვის. მანამდე მსგავსი ზომა პაკისტანმა მიიღო.
აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან მოლაპარაკებების დაგმო ტერორისტული თავდასხმა და მოუწოდა ისლამაბადს, ითანამშრომლოს ამ თავდასხმის გამოძიებაში.
შარიფმა, თავის მხრივ, უარყო „ინდოეთის მცდელობები დააკავშიროს პაკისტანი ინციდენტთან“. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიოს უთხრა, რომ აშშ-მ უნდა მოუწოდოს ინდოეთს „შეარბილოს რიტორიკა და იმოქმედოს პასუხისმგებლობით“.
სატელეფონო საუბრები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია“ აქვს იმის დამადასტურებლად, რომ ნიუ დელი მზად არის ისლამაბადის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებისთვის ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის გამო. ინდოეთს ამ განცხადებებზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი