აშშ-სა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ლონდონში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ პირობებზე, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს განაახლონ სავაჭრო ზავი, მოხსნან შეზღუდვები და შეამსუბუქონ აშშ-ის ექსპორტის კონტროლი, იტყობინება Reuters.
ორივე მხარეს 10 აგვისტომდე აქვს ვადა უფრო ფართო შეთანხმებების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან ტარიფები დაახლოებით 30 პროცენტიდან 145 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო ჩინეთის მხრიდან 10 პროცენტიდან 125 პროცენტამდე.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩარჩო შეთანხმება „არსს სძენს“ ჟენევის შეთანხმებას ორმხრივი ტარიფების შემსუბუქების შესახებ, რომლებმაც სამნიშნა რიცხვს მიაღწია.
