„აშკარაა, რომ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპის დღის წესრიგს“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს შესახებ ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და შეესაბამებოდეს მის ევროპულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას.
„გავაგრძელებთ დისკუსიას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩვენთან ახლოს იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპის დღის წესრიგს.
მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი გადაეცეს საქართველოს ხელისუფლებასაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუმინეთისთვის საქართველო არის პარტნიორი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირთან ძალიან ახლოს და გავაგრძელოთ მოსახლეობის მხარდაჭერა“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ