აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს.
„ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, მუშაობდა აღმასრულებლად და კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშნამდე, 2021 წლიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაჩო სანჩეს ამორი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, საბავშვო ისტორიაა, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი – ნამდვილი ჟურნალისტიკა ერთადერთი გზაა რეჟიმების ფანტაზიების წინააღმდეგ