აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი

აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი
საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე, ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს: სისტემური ძალადობა, მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, სჩადიოდნენ დანაშაულებს – არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა, პოლიტიკური დისკურსს – ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მოღალატე პარტიებსა და პერსონებს აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მათი არსებობა შეურაცხყოფს საზოგადოებას, სამართალს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„ საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე, ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს სისტემური ძალადობა; მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ; სჩადიოდნენ დანაშაულებს — არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა, პოლიტიკური დისკურსს — ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი. აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი — მომენტი, როცა სახელმწიფომ ხმამაღლა უნდა თქვას: მოღალატე პარტიებსა და პერსონებს აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მათი არსებობა შეურაცხყოფს საზოგადოებას, სამართალს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. P.S. ისტორიულ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და “აგენტოკრატია”, როგორც ქართული პოლიტიკის სირცხვილი.“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა

კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში